უკრაინაში ალიკა ცაავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი 41 წლის ალიკა ცაავას გადაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ის 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან დაიღუპა. – ინმფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„ალიკა ცაავა იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, იყო კომანდოს ბატალიონის წევრი. მისი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და ჯვარში ცხოვრობს. აფხაზეთის ომისას მოკლეს ალიკას მამა, აფხაზეთში დაიღუპნენ მისი ბაბუა და ბიძაც. რუსეთ-უკრაინის ბრძოლის ველზე დაღუპული გმირის,ალიკა ცაავას ხსოვნას პატივი მიაგეს მისმა მეგობრებმა და ახლობლებმა.“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




