პროექტ „Handwer Startup ინკუბატორი“-ში გამარჯვებულ გუნდს ზუგდიდის მერია ფინანსურ ჯილდოს გადასცემს

️ტექნოპარკში, ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მორიგი სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომაზე, ზუგდიდის ტექნოპარკში ჩატარებულ პროექტ
„Hardware Startup ინკუბატორი“-ში მეორე ადგილზე გასულ გუნდის „robotech“-ის ფინანსურ დახმარებასა და საბუნებისმეტყველო ტექნიკური, ჰუმანიტრულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემაზე იმსჯელეს.
ცნობისთვის, ზუგდიდის ტექნოპარკში ჩატარდა პროექტი Hardware Startup ინკუბატორი”, სადაც მონაწილეობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტრონიკის, ბიზნესის და პროგრამირების მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდები.
მონაწილეებმა შეისწავლეს ელექტრონული პროექტების შექმნა Arduino-ს მეშვეობით, გაეცნენ საწარმოო დიზაინის ძირითად პრინციპებს და მიღებული ცოდნით შექმნეს სხვადასხვა ელექტრო-მექანიკური მოწყობილობები.
პროექტის მიზანი ტექნოლოგიური სტარტაპის იდეის მქონე ადამიანებისთვის ელექტრონიკის, პროგრამირებისა და ბიზნეს მენტორშიფის მეშვეობით, საწყის ეტაპზევე ბიზნეს მოდელის ფორმირებასა და შექმნილი პროტოტიპების კომერციალიზაციის პროცესებში ხელშეწყობაა. პროექტი ჩატარდა საქართველოს მასშტაბით ტექნოპარკების ბაზაზე.
️პროექტის ფარგლებში ნახევარფინალზე სულ 45 გუნდმა წარადგინა ბიზნეს
იდეა, საიდანც 21 გადავიდა ფინალში, მათ შორის 3 გუნდი ზუგდიდიდან.
პროექტის ფინალი გაიმართა თბილისში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში, სადაც ფინალისტებმა წარადგინეს ჟიურის წინაშე მათ მიერ შექმნილი ინოვაციური და ტექნოლოგიური პროტოტიპები. ფინალის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, სადაც მეორე ადგილი მოიპოვა ზუგდიდის 4 წევრისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა ,,Robotech”.
მათ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან გრანტის სახით
6 ათასი ლარი მიიღეს, რომელსაც გამოიყენებენ პროტოტიპის დახვეწაში და
განვითარებაში.
️გუნდის მიერ შექმნილი რობოტი თამადა ამბობს
25 სადღეგრძელოს 3 ენაზე, (ქართული, მეგრული, ინგლისური). შესაბამისად
ამოძრავებს პირს, თავს და ხელებს.
გუნდის შემადგენლობაში არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები: სესილი ბერიშვილი, გიგი გამსახურდია, ნინიკო შარია და მარიამ კილასონია.
️კომისიის გადაწყვეტილებით, ოთხივე მათგანი მერიისგან ფულად ჯილდოს 500 ლარის ოდენობით მიიღებს.




