ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარეს ტყუილში ამხელენ

ანაკლიაში მერის რწმუნებულის მოადგილე დათა შელია ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარეს მაია კალანდიას ტყუილში ამხელს. საქმე ეხება მაია კალანდიას მიერ გავრცელებულ ფოტოებს, სადაც ის ანაკლიის მინი სტადიონის რეაბილიტაციამდე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და აცხადებს რომ ეს ახლა გადაღებულია.
„ქალბატონო მაია, რასაც თქვენ ავრცელებთ მავნებლობაა, ეს ფოტოები როდის გადაიღეთ? ძველ ფოტოებს რატომ ავრცელებთ, რატომ ახდენთ ანაკლიის დისკრედიტაციას? ავრცელებთ ადრე გადაღებულ ფოტოებს, რომელიც ამ სტადიონის რეაბილიტაციამდე გადაიღეთ, რეალურად კი ეს მინი სტადიონი დღეს ასე გამოიყურება!“ – წერს დათა შელია.




