ახალგაზრდულო სათათბიროს წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არსებული ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე დავით ვაჩეიშვილი და ახალგაზრდული სათათბიროს წევრი მარიამ კაკაჩია სასწავლო ვიზიტით გერმანიაში, კურტ ლოვენშტეინის საგანმანათლებლო ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც საერთაშორისო სემინარი „Queer Easter” გაიმართა.
გაზაფხულის ტრადიციული სკოლის ფარგლებში ერთკვირიანი სემინარი ჩატარდა, პროგრამა შემუშავებული იყო კურტ ლოვენშტაინის განათლების ცენტრის საერთაშორისო გუნდის მიერ.
ცნობისთვის, ახალგაზრდული სათათბიროს წარმომადგენლები ბერლინში სასწავლო ვიზიტით წელს უკვე მეორედ იმყოფებოდნენ.




