მერაბ ქვარაია პარლამენტში შედის

ქალაქ ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი და ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ქვარაია პარლამენტში შედის. მერაბ ქვარაია ქართული ოცნების პროპორციულ სიაშია და სხვა დეპუტატების გასვლის შემდეგ ადგილმონაცლედ შედის. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ქართული ოცნება” ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
4 აპრილის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ახალ წევრებად კენჭს გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანის და ირაკლი კირცხალიას უფლებამოსილების საკითხს უყრიან.” – ნათქვამია ,,ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




