ზუგდიდის სასახლეში კონცერტი გაიმართა

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კონცერტი სახელწოდებით: “გაზაფხულის სურნელი” გაიმართა.
ღონისძიებაში სასახლის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სტუმრებს ახალი და განსხვავებული რეპერტუარი შესთავაზეს.
მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ქართული”, რომლის დებიუტი სწორედ გაზაფხულის დღეებს დაემთხვა.
ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ფოიეში გამოფენილი იყო ახალგაზრდა მხატვრის, გიგი სიჭინავას ნამუშევრები.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.




