stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა მეგობრებო? „ქართულმა ოცნებამ“, ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა

12.03.2023 / 12 მარტი 2023
ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა მეგობრებო? „ქართულმა ოცნებამ“, ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა

ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა მეგობრებო? „ქართულმა ოცნებამ“, ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა დააბრუნა საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე.

„რაც შეეხება ზოგადად, ევროპის იდეას, მინდა, კიდევ ერთხელ ავუხსნა პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებს, მათ მივმართო. ჩემო შვილებო, ჩემო დებო და ძმებო, გავიხსენოთ, საიდან დაიწყო ზოგადად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე რეალური, ხელშესახები პროგრესი. ვინ მოიტანა რეალური პროგრესი. სააკაშვილმა? ნამდვილად არა. რატომ – სააკაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე ანტი ევროპული თავისი ბუნებით, თავისი მმართველობის სტილით. შეშლილი დიქტატორი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას ბრუტალური, სასტიკი მეთოდებით. აწამებდა, კლავდა ხალხს ახალგაზრდებს მათ შორის. 300 000 ადამიანი გაასამართლა. მისი გუნდის წევრები იყვნენ მერაბიშვილი, მკვლელი, ახალაიები, მწამებლები, მეგის ქარდავა და რეკეტიორი კეზერაშვილი. დღეს იგივე ხალხი უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას. ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების უსაფრთხოებას, ჩვენს ევროპულ მომავალს.

ახლა ვუბრუნდები 2012 წელს. მაშინ ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და მოიყვანა „ქართული ოცნება“. ძალიან კარგად ვიცით ბიძინა ივანიშვილს მანამდე რა გაუკეთებია, ამაზე აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, კაცმა, რომელმაც სამი მილიარდი თავისი ჯიბიდან გადაიხადა და ძალიან ბევრი მაგარი საქმე გაუკეთა ჩვენს ქვეყანას. რეალურად, მან დააბრუნა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე. აცდენილი იყო საერთოდ, გახსოვთ, რომ სააკაშვილის მთავარი იდეა იყო, არა ევროპასთან ინტეგრაციის დაჩქარება, შეგახსენებთ, რომ სამი წლის დაგვიანებით დავიწყეთ ჩვენ ასოცირების შეთანხმებაზე მუშაობა. რატომ? ამათ გადადებული ჰქონდათ. ისევე, როგორც უვიზო რეჟიმზე მუშაობა. ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ გადმოგვეცა, მე ვიყავი მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი და მე გადმომეცა სწორედ ეს ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზაზე, რომ იძახიან, რომ ევროპა გვინდა. ყველას გვინდა ევროპა. შევახსენოთ მაშინ საზოგადოებას და ჩვენს ახალგაზრდებს, ვინ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას. მე მოვაწერე ხელი „ქართული ოცნების“ სახელით. თავისუფალ ვაჭრობას ვინ მოაწერა? რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ბიზნესმენებმა შეძლონ, ყოველგვარი გადასახადების გარეშე, ნულოვანი ბეგარით პროდუქციის გატანა. მანამდე გახსოვთ, რომ ვიზის ასაღებად რამხელა რიგები იდგა საკონსულოებში. ბევრი მაგალითი ვიცი ღირსების შემლახავი საქციელებიც კი ხდებოდა საკონსულოებში. არ აძლევდნენ ვიზებს და არ ენდობოდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ჩემო ძმებო და დებო, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ ჩვენი ქვეყანა აღიარეს, როგორც სანდო პარტნიორი. როდის მოხდა ეს? 2015 წლის 17 დეკემბერს , როცა საბოლოოდ, ჩემი მეთაურობით, მაშინ პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს დაიხურა ყველა ვალდებულება და ქვეყანამ დაიწყო უვიზოდ მიმოსვლა ევროპაში. არა მხოლოდ ელიტამ, სააკაშვილის ელიტამ ან სხვა შეძლებულმა ფენამ, არამედ, ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია, იყიდოს ას ევროდ ბილეთი, გაფრინდეს ევროპაში და მეორე დღეს წამოვიდეს საქართველოში. ეს ვინ გააკეთა მეგობრებო? „ქართულმა ოცნებამ“. ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა“, – აღნიშნა პრემიერმა.

წინა პოსტი

ირაკლი ღარიბაშვილი: 60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად დაისჯება

შემდეგი პოსტი

ირაკლი ღარიბაშვილი: იციან, რომ არჩევნების გზით წარმოუდგენელია „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ამიტომ მათი მთავარი, ერთგვარი ძალიან მცირე, მაგრამ თეორიული შანსი არის ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც მინდა ყველამ კარგად გაიაზროს

ირაკლი ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც მინდა ყველამ კარგად გაიაზროს

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ჯიბიდან 3 მილიარდი გადაიხადა და ბევრი კარგი საქმე გაუკეთა ქვეყანას, რეალურად მან დააბრუნა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ჯიბიდან 3 მილიარდი გადაიხადა და ბევრი კარგი საქმე გაუკეთა ქვეყანას, რეალურად მან დააბრუნა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად