stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

25 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბები

რისი ეშინიათ TikTok-ის კრიტიკოსებს და რამდენად გამართლებულია მათი ეჭვები?

04.03.2023 / 4 მარტი 2023
რისი ეშინიათ TikTok-ის კრიტიკოსებს და რამდენად გამართლებულია მათი ეჭვები?

ჩინეთმა დაადანაშაულა აშშ-ის ხელისუფლება იმ საფრთხის გაზვიადებაში, რომელსაც, ვაშინგტონის აზრით, TikTok-ი ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის. უფრო მეტიც, პეკინის თქმით, ეს ჩინური კომპანიის ბაზრიდან გამოდევნის მიზნით მიზანმიმართულად კეთდება. რა ბრალდებებს უყენებს ვაშინგტონი ჩინური სოციალური მედიის პლატფორმას, BBC-მ გაარკვია. 

რა ხდება?

აშშ-ის ყველა სამთავრობო უწყების თანამშრომლებს დაევალათ, ერთი თვის განმავლობაში TikTok-ი წაშალონ ყველა იმ მოწყობილობიდან, რომლებშიც ეს აპლიკაციაა ჩამოტვირთული. ამის მიზეზად კი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით არსებული პრობლემები დასახელდა. კანადისა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებმა გადაწყვიტეს, ამერიკისთვის მიებაძათ. შესაბამისად, მათ მსგავსი მითითებით თავიანთ საჯარო მოხელეებს მიმართეს. თუმცა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ამ ნაბიჯს არასაკმარისად მიიჩნევს. ისინი კიდევ უფრო შორს მიდიან და სოციალური პლატფორმის სახელმწიფო დონეზე ოფიციალურად აკრძალვაზე საუბრობენ. 

ამ ყველაფრის პასუხად ჩინელი დიპლომატები მხოლოდ მხრებს იჩეჩავენ და უდანაშაულობის პრეზუმფციაზე აპელირებენ. „ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ბაზარზე შემუშავებულ წესებს და შეწყვიტოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ასეთი ფართო და განზოგადებული ინტერპრეტაცია“, – განაცხადა საპასუხოდ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინმა.

მან საპასუხო ბრალდებაც დააფიქსირა, რომ ბრიუსელის სიტყვები ხშირად ქმედებას ეწინააღმდეგება. „ევროკავშირი პოზიციონირებს, როგორც ყველაზე ღია ბაზარი მსოფლიოში. თუმცა ახლო წარსულში უცხოური კომპანიების მიმართ შეზღუდვები არაერთხელ დაწესდა. ასეთი გაუმართლებელი ზეწოლის მიზეზად კი სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხები სახელდება“, – ამბობს ჩინელი დიპლომატი.

2020 წელს TikTok-ი თითქმის აიკრძალა შეერთებულ შტატებში და ამის მიღწევას პირადად მაშინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობდა. კომპანიის მენეჯმენტს ყოველდღიურად უწევდა პასუხის გაცემა ასობით შეკითხვაზე იმ რისკებთან დაკავშირებით, რომელთაც თითქოს აპლიკაცია კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით მომხმარებლებს უქმნიდა. TikTok-ის ირგვლივ გამართული საჯარო დისკუსია მრავალი სასამართლო პროცესით იყო გადატვირთული. საბოლოოდ, ტრამპის ინიციატივა არც ჯო ბაიდენს გაუუქმებია. ახლა კი, თითქმის სამი წლის შემდეგ, ისტორია თითქოს ისევ მეორდება – მხოლოდ ამჯერად, ფსონები კიდევ უფრო მაღალია. 

მართალია თუ არა, რომ TikTok-ი მომხმარებლების შესახებ „ძალიან ბევრ მონაცემს“ აგროვებს?

TikTok-ის კრიტიკოსები კომპანიას მომხმარებლების შესახებ გადაჭარბებული რაოდენობით მონაცემების შეგროვებაში ხშირად ადანაშაულებენ. ამ პრეტენზიის დასადასტურებლად ისინი, როგორც წესი, იხსენებენ ავსტრალიური კომპანია Internet 2.0-ის ანგარიშს, რომელიც 2022 წლის ივლისში გამოქვეყნდა და ონლაინ უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. აპლიკაციის წყაროს კოდის შესწავლის შემდეგ, Internet 2.0-ის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ TikTok ეწევა „ზედმეტი ინფორმაციის შეგროვებას“ თავისი მომხმარებლების შესახებ – მაგალითად, სად იმყოფება ზუსტად ესა თუ ის ადამიანი, რომელი მოწყობილობიდან აქვს წვდომა ქსელზე და სხვა რა პროგრამებია დაინსტალირებული ამ მოწყობილობაში. თუმცა Citizen Lab-ის ანალოგიურ კვლევაში აღნიშნულია, რომ „TikTok-ი, სხვა პოპულარული სოციალური მედია პლატფორმების მსგავსად,  აგროვებს მონაცემებს, რათა მათზე დაყრდნობით მომხმარებლების ქცევას თვალყური ადევნოს“.

ანალოგიური დასკვნა გააკეთა მიმდინარე წლის იანვარში ჯორჯიის შტატის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმაც. „მთავარი ის არის, რომ სხვა სოციალური ქსელებისა და მობილური აპლიკაციების აბსოლუტური უმრავლესობა ზუსტად იმავეს აკეთებს“, – აცხადებენ მეცნიერები.

TikTok-ის პრესსამსახურში BBC-ს განუცხადეს, რომ მომხმარებელთა შესახებ მონაცემების შეგროვება “ინდუსტრიაში დაგეგმილი პრაქტიკის შესაბამისად” მიმდინარეობს. 

მართალია თუ არა, რომ TikTok-ი საშუალებას აძლევს ჩინეთის ხელისუფლებას, კონკრეტულ მომხმარებელს უთვალთვალოს?

კიბერუსაფრთხოების ექსპერტების მუდმივი შეგონების მიუხედავად, უმეტესობა ჩვენგანი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ პერსონალური მონაცემების გამჟღავნება არის ფასი, რომელსაც სოციალური ქსელების გამოყენებისთვის აუცილებლად ვიხდით. მომსახურების უფასოდ მიწოდების სანაცვლოდ, სოციალური ქსელების კომპანიები აგროვებენ ინფორმაციას თავიანთი მომხმარებლების შესახებ, რაც მათ საშუალებას აძლევს, უფრო ზუსტად შეარჩიონ რეკლამები კონკრეტული სამიზნე აუდიტორიისთვის (რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ეფექტიანობას). არის კიდევ ერთი ვარიანტი – როდესაც მომხმარებელთა შესახებ დაგროვილი მონაცემები სხვა დაინტერესებულ კომპანიებზე იყიდება.

საქმე ისაა, რომ TikTok -ი, სხვა პოპულარული აპლიკაციებისგან  განსხვავებით, ჩინურ ინტერნეტ გიგანტ ByteDance-ს ეკუთვნის. იგივე Facebook-ი, Instagram-ი, Snapchat-ი, YouTube-ი და სხვა მედია პლატფორმები ჩვენ შესახებ არანაკლებ ინფორმაციას აგროვებენ. თუმცა განსხვავება ის არის, რომ ყველა მათგანი დაფუძნებულია აშშ-ში. ასე რომ, უკვე მრავალი წელია, აშშ-ის კანონმდებლები და თითქმის დანარჩენი მსოფლიო მუშაობს იმაზე, რომ ამ კომპანიების მიერ შეგროვილი მონაცემები არ იყოს გამოყენებული ისე, რომ აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას. 

დონალდ ტრამპის მიერ 2020 წელს ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ TikTok-ის აპლიკაციის მიერ შეგროვილი ინფორმაცია, თეორიულად, საშუალებას აძლევს ჩინეთის ხელისუფლებას „ფედერალური მთავრობის თანამშრომლებისა და კონტრაქტორების გადაადგილების განრიგი აკონტროლოს, შეაგროვოს მათზე მტკიცებულებები, რათა შემდგომში შანტაჟისა და ქსელური ჯაშუშობისთვის გამოიყენოს“. დღეისათვის ეს საფრთხე წმინდა თეორიული ხასიათის არის. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. თუმცა, ამ კუთხით შეშფოთების სერიოზულ მიზეზს წარმოადგენს ჩინეთში, 2017 წელს მიღებული კანონი, რომლის ფორმულირებაც ბუნდოვანია და შეიძლება განსხვავებულად იყოს განმარტებული. 

გარდა ამისა, 2022 წლის დეკემბერში, ByteDance-ის პრესსამსახურმა აღიარა, რომ კომპანიის რამდენიმე თანამშრომელს პეკინში ჰქონდა წვდომა, სულ ცოტა, ორი ამერიკელი ჟურნალისტისა და სხვა რამდენიმე პიროვნების შესახებ „გარკვეული მცირე რაოდენობის“ მონაცემებზე. სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ გადაადგილებას თვალყურს ადევნებდნენ იმის შესამოწმებლად, შეხვდნენ თუ არა ისინი TikTok-ის თანამშრომლებს, რომლებიც მედიაში ინფორმაციის გაჟონვაში იყვნენ ეჭვმიტანილი. TikTok-ის სპიკერი ირწმუნება, რომ თანამშრომლები, რომლებმაც ამ მონაცემებზე წვდომა მიიღეს, კომპანიიდან გაათავისუფლეს. TikTok-ის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ მომხმარებლის მონაცემების მქონე სერვერები ფიზიკურად განლაგებულია შეერთებულ შტატებსა და სინგაპურში, შესაბამისად, ისინი ჩინეთში არც არასდროს ყოფილა. კომპანიის მენეჯმენტი ირწმუნება, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სერვერების საცავების შექმნაზე სხვა ქვეყნებში.  მაგალითად, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან მთელი ტრაფიკის მიმართვა, სრულად შენახვა და დამუშავება 2024 წლისთვის ირლანდიაში იგეგმება.  

თეორიული რისკი

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ, ზოგადად, ზემოთ გამოხატული შიშები საკმაოდ უსაფუძვლოა: დღეს ნებისმიერი საფრთხე თეორიულია და მას რეალური მტკიცებულება არ გააჩნია. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ TikTok-ი ტროას ცხენს ჰგავს: ის უვნებლად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება იყოს ძლიერი იარაღი, მაგალითად, კონფლიქტის დროს. აპლიკაცია უკვე აკრძალულია ინდოეთში, რომელმაც 2020 წელს შემოიღო შემაკავებელი ზომების სერია არა მხოლოდ TikTok-ის, არამედ რამდენიმე ათეული სხვა ჩინური პლატფორმის წინააღმდეგ. თუმცა შეერთებულ შტატებში TikTok-ის აკრძალვა შეიძლება დამღუპველი იყოს პლატფორმისთვის, რადგან ასეთ გადაწყვეტილებებს ყველაზე ხშირად ვაშინგტონის მოკავშირეები ეთანხმებიან. ეს ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა გადაწყვიტა, თეორიული რისკის საფუძველზე, ჩინეთის სატელეკომუნიკაციო გიგანტ Huawei-ის მიერ ქვეყანაში 5G ინფრასტრუქტურის განთავსება დაებლოკა. ვაშინგტონს მოკავშირეებმაც მიბაძეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ზემოთ აღწერილი რისკი არსებობს მხოლოდ ამერიკული მხრიდან. პეკინს შეუძლია არ ინერვიულოს ამერიკულ აპლიკაციებზე: ჩინეთის მოქალაქეებს მათზე წვდომა ისედაც აღარ აქვთ, უკვე წელიწადზე მეტია.

წინა პოსტი

თავდაცვის მინისტრი: მინდა მივმართო სტუდენტებს, რომ არავინ შეიყვანოს ისინი შეცდომაში. სავალდებულო სამსახურის გავლა მათ მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხებათ

შემდეგი პოსტი

Puma-მ რიანასთან ახალი კოლაბორაცია დააანონსა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით გვითხრა, რომ ის მათი აგენტია და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით გვითხრა, რომ ის მათი აგენტია და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება

თეა წულუკიანი: როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება და მათთვის პატივის მიგება

თეა წულუკიანი: როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება და მათთვის პატივის მიგება

ხობში, ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს

ხობში, ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს