ხვიჩა კვარაცხელიამ ზუგდიდელ სტუდენტს თანხა ჩაურიცხა

წმინდა გაბრიელის საქველმოწმედო ფონდის დამფუძნებელი სალომე ფაცაცია სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს, რომ თიკო ლაგვილავას, რომელიც Associazione Diplomatici-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შეარჩიეს, გასამგზავრებელი თანხის ნაწილი “ნაპოლის” ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩაურიცხა. საუბარია 800 ლარზე რომელიც მომავალ დიპლომატს აკლდებოდა.
მონაწილეობისთვის საჭირო თანხის ნაწილს ორგანიზატორები ფარავენ, მონაწილეს კი 1 500-მდე ევრო უნდა შეეგროვებინა. თიკო ლავვილავას ზუგდიდის მერია გასამგზავრებელი ბილეთების თანხას გამოუყოფს.
თიკო ლაგვილავა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია.




