აშშ საქართველოში ელჩად სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედ მოადგილეს ნიშნავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
რობინ დანიგანი ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს, ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საკითხებზე მუშაობს.
ექსპერტექბი აცხადებენ, რომ საქართველოში ელჩად მაღალი თანამდებობის პირის დანიშვნა, მიუთითებს იმაზე, რომ ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების ხარისხს დიდ ყურადღებას აქცევს.




