სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭალესა და მუჟავაში შეხვედრები გაიმართა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს, 9 თებერვალს , ჭალესა და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. ამის შესახებ წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა:
ჭალეს ტერიტორიაზე პრიორიტეტად დასახელდა:
ქვედა ჭალეში სასმელი წყლის მილების შეცვლა,წისქვილის მშენებლობის დასრულება.ჭალეს ცენტრში სასმელი წყლის მილების შეძენა, ცენტრიდან სასაფლაომდე გარეგანათებების,ცხაურებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა.შიდა საუბნო გზების მოხრეშვა,კარატეს ჯგუფისთვის ინვენტარის შეძენა, მოსაცდელის მშენებლობა, საბავშვო ბაღის შენობის სახურავისა და იატაკის რეაბილიტაცია.
ეწერფერდში -სანიაღვრე არხების ამოწმებდა, სასმელი წყლის მილებისა და ავზის შეძენა,მოხრეშვითი სამუშაოები, სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია შეარჩია.
ფოცხოში -ფოცხოს შესასვლელში არსებული ჯვრის განათება და შემოკავება. საექიმო ამბულატორიაში სასმელი წყლის შეყვანა და სველი წერტილების მოწყობა.სპორტდარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაინვენტარის შეძენა,ცხაურების მოწყობა დასახელდა.
მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, გიორგი ხარჩილავა შეხვდა ასევე მოზარდებს,რომლებმაც სთხოვეს არსებული ფეხბურთის მოედნის რეაბილიტაცია. მერმა ახალგაზრდებს დახმარება აღუთქვა.
მუჟავაში-ინჭირიშის უბანში, სამანქანე გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა და სანიაღვრე არხის ამოწმენდა დასახელდა.
ოლორში მოსაცდელის მშენებლობა და გარეგანათებების მოწყობა შეირჩა
ნაშამგუს უბანში -წისქვილისთვის ძრავის შეძენა,ცხაურის მოწყობა საქარდოს უბანში და რკინაბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა დასახელდა.
პროგრამის ფარგლებში პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რისთვისაც დასახლებებში იმართება დასახლების საერთო კრებების სხდომები ან რეგისტრირებულ ამომრჩეველთან კონსულტაციები (შემდგომში – კონსულტაცია), სადაც მოქალაქეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი პროექტის შერჩევის თაობაზე.
2023 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სულ 644 000 ლარი დაიხარჯება.
შეხვედრები პროგრამის ფარგლებში 13 თებერვალს დასრულდება.“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.




