ქარის შედეგად დაზიანებული სამარშუტო ტაქსის ნაცვლად მოქალაქეს ახალი მიკროავტობუსი აჩუქეს

,,ადამიანი – მოსიარულე სიკეთე! რამდენჯერმე დავიწყე და წავშალე. ვერ მოვუყარე სამადლობელ სიტყვებს თავი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პოსტს ბატონი დემურ გადელია ვერ ნახავს, მინდა ჩვენი ოჯახის სახელით მისადმი მადლიერება გამოვხატო.
მადლობა მას ჩვენი ოჯახის გახარებისათვის.
ბატონმა დემურმა საჩუქრად გადმოგვცა მიკროავტობუსი.
ადამიანი, რომელიც გაჭირვების ტალკვესია. ჩვენს რაიონში არ არსებობს ოჯახი, ვისი სიხარულისა თუ ტკივილის მოზიარე არ არის.
სიკეთე დაგიფასფეთ.
დიდი ხნის სიცოცხლეს გისურვებთ, ჯანის სიმრთელე და მადლიერი ადამიანების ლოცვა თქვენ, ყველასათვის საიმედო ადამიანო!
სიყვარულით გეცხოვროთ, რაც ძალიან დიდი ჯილდოა. მრავალჟამიერ!
მადლობა, ბატონ დემურ გადელიას.
აქვე დავურთავ და აღვნიშნავ, რომ პირველივე წუთიდანვე, უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა გამოიჩინა ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა მერმა, კეთილმა და მოსიყვარულე, უანგარო ადამიანმა, ვახტანგ გადელიამ.
მადლობა ბატონ ვახტანგს, უმძიმეს დღეებში თანადგომისთვის. გაცემული სიკეთე სიკეთით და სიყვარულით დაგიფასდეთ – წერს დაზარალებული, ნატალია ჯაკობია ფეისბუქ გვერდზე. მის ოჯახს ქარმა სამარშუტო ტაქსი დაუზიანა, მოგლეჯილი ხე ავტომანქანას დაეცა, დაშავდნენ სამარშუტო ტაქსის მგზავრებიც.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი ქარმა სენაკის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ქარისგან მოგლეჯილი ხე სამარშრუტო ტაქსს დაეცა, დაშავდა სამი მგზავრი.




