აბაშის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.
პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, საერთო კრებები და კონსულტაციები ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის ექვსივე სოფელსა და წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
აბაშის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 500 000 ლარია გამოყოფილი. მოსახლეობამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, გამოიკვეთა კონკრეტული წინადადებები.
ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა დასაფინანსებელი პროექტები: სანიაღვრე არხების ამოწმენდა, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარე-განათება, მოხრეშვითი სამუშაოები, სკვერის კეთილმოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა (სიჩქარის შემზღუდავი), სასაფლაოს მიმდებარედ წყალსაწრეტ არხზე ჯებირის მოწყობა.
წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობა. აბაშის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან კონსულტაციები ეტაპობრივად გაიმართება.




