წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება

წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება.
რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინასნებით 25 მილიონ ლარადმე მოხმარდება.
პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, ახალი წყლის გამწმნედი განებობების მოწყობას, რეზერვუარების, მაგისტრალური მილებისა და 60 კმ-დე შიდა ქსელების რეაბილიტაცია/მშენებლობას. პროექტირების დასრულებისთანავე, დაიწყება ქალაქის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოები.2025 წლის ბოლოსთვის, ქალაქ წალენჯიხის მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.




