ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 542 000 ლარს შეადგენს.
სასოფლო გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, პირველ მოადგილესთან – რევაზ ზაქარაიასთან ერთად გაეცნო.
გასულ წელს ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.




