წალენჯიხის IT სკოლაში საჯარო ლექცია “NASA და საქართველო” გაიმართა

18 იანვარს, წალენჯიხის ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლაში საჯარო ლექცია “NASA და საქართველო” გაიმართა. წალენჯიხის მერიის ინფორმაციით:
„ლექცია წაიკითხა რამაზ ბლუაშვილმა, რომელიც კინოდოკუმენტალისტი და ამ შემთხვევაში მეცნიერების ხელშემწყობი ფონდის- “NOVA”პრეზიდენტი და დამფუძნებელი გახლავთ. როგორც ლექციისას აღინიშნა, 2016 წლიდან დღემდე, რამაზ ბლუაშვილმა განახორციელა არაერთი პროექტი, რომელიც დაკავშირებულია 1977 წელს NASA-ს მიერ კოსმოსში, ქართული ხალხური სიმღერის „ჩაკრულოს“ გაგზავნის ისტორიულ ფაქტთან. შეხვედრას სხვადასხვა ასაკის ადამიანები ესწრებოდნენ“ – წერია მერიის მიერ გვარცელებულ რელიზში.





