stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებირეგიონი

გია ხარჩილავა: წალენჯიხა, თავისი უნიკალური შედეგით, არ უნდა გახდეს ასპარეზი დაპირისპირებისა, სიებზე ზემოქმედებითი მანიპულირებებისა

18.01.2023 / 18 იანვარი 2023
გია ხარჩილავა: წალენჯიხა, თავისი უნიკალური შედეგით, არ უნდა გახდეს ასპარეზი დაპირისპირებისა, სიებზე ზემოქმედებითი მანიპულირებებისა

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, რაც განაპირობა შემდეგმა ძირითადმა ფაქტორებმა:
1) პირადად ჩემი ძალისხმევით მოხდა ნაციონალური მოძრაობის სრული მობილიზაცია და სხვადასხვა დროს,სხვადასხვა მიზეზით წასული, გამიჯნული, კარისკენ მითითებული ,განაწყენებული თუ ხელჩაქნეული, წონიანი და უბრალოდ, საიმედო ადამიანების, პიროვნებების შემობრუნება ენმ პარტიასი და სრული დარაზმვა გამარჯვებისკენ, მხოლოდ გამარჯვებისკენ და არა ,თუნდაც, სოლიდური შედეგისთვის! დღესაც ჩვენ ერთად ვართ და მადლობა მათ!
2) კოალიციური ერთობის რეალური, არაეფემერული,პრაქტიკული შედუღაბება და მართლაც საქმით ეფექტური გაერთიანების ჩამოყალიბება;
3) უკომპრომისო ბრძოლა სწორი ტაქტიკით და სტრატეგიით.

შედეგად, (2012 წლის შემდეგ, ყველა წაგებული არჩევნების ფონზე,) 2021 წელს წალენჯიხაში გაიმარჯვა ოპოზიციამ.

რატომ დამჭირდა ეს შესავალი?

იმიტომ, რომ ეს პარტიული ერთობა და კოალიციური მოდელი ძალიან ძვირფასია წალენჯიხისთვის და მთელი საქართველოსთვის. ამიტომ, არც დღეს ენმ-ში მიმდინარე ახალმა პროცესმა, -ენმ-ს არჩევნებმა, უნდა შეუქმნას საფრთხე არსებულ რეალობას, წალენჯიხაში არსებულ განსაკუთრებულ გარემოებას( მთელი ქვეყნების მასშტაბით) და ამიტომაც გადადგმულ იქნა შემდეგი ნაბიჯები:
წალენჯიხა, თავისი უნიკალური შედეგით, არ უნდა გახდეს ასპარეზი დაპირისპირებისა,სიებზე ზემოქმედებითი მანიპულირებებისა…პირიქით, უნდა შევხვდეთ ყველა კანდიდატს, წარიმართოს დემოკრატიული საარჩევნო პროცესი, ხმაც გადანაწილდეს პოლიტიკური სიმპატიებით და არა რესურსებზე (რწმუნებულები,აიპი და ა. შ.) ზეწოლით, კონკრეტულ პიროვნებებზე გასვლით და ა, შ. ხოლო მე, თავი შევიკავე პოლიტიკური აქტივობისგან, რათა არ შემექმნა საკუთარი პოლიტიკური წონის დომინაციის პრეცენდენტი რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ. ჩემი ეს პრინციპული პოზიცია გავაცანი პეტრე ცისკარიშვილს(ხაბეიშვილის ფრთა)დამეთანხმნენ, ასეც შევთანხმდით.

ეს რეალობა ეცნობა წალენჯიხის “ენმ” პარტორგანიზაციასაც(ავთანდილ გაბელია).ამ დღეებში იგივე მიდგომა დადასტურდა ნიკა მელიას მიერაც და მადლიერი ვარ ყოველი მათგანი წალენჯიხის რეალობის გაფრთხილებისთვის და მსგავსი აღქმისათვის.
ამ შეთანხმებების მერე ვერავინ იტყვის ჩემი, როგორც მერის რაიმენაირ აქტივობებზე რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ!
გაიხსნა კონკურენციის სივრცე, გაიხსნა თანაბარი პირობებით!

ამ რეალობის მერე ამუშავდა ყველა ფრთა-მელიას, ხაბეიშვილის გულშემატკივრებისა, ასევე-მუმლაძისა და დღეს ყველა ემუშავება ყველას-ყოველგვარი სკანდალური მეთოდების, ზეწოლის, (ზოგადად ცნობილი მეთოდების) გარეშე. (ეს არ არის საერთოეროვნული არჩევნები, რომ ადმინისტრაციული რესურსები იქნას გამოყენებული და ეს ელანდება მას, ვისთვისაც ორგანულია აღნიშნული მეთოდები.)
!!! ისევ სიცხადისთვის:
მე თვითონ მაქვს შეკითხვა ყველა კანდიდატთან:
1) არის თუ არა მთავარი პოლიტიკური საკითხი მიშას ჯანმრთელობის ამბავი; გჯერათ თუ არა, რომ ივანიშვილი გაათავისუფლებს მას და თუ არა, როგორ აპირებთ მოქმედებას და სისტემის იძულებას მიშას სიცოცხლისთვის და თავისუფლებისთვის?
2) გჯერათ თუ არა, რომ ოცნება შეასრულებს 12 პუნქტიან გეგმას; თუ არა, მაშინ რას ვაპირებთ, ვეგუებით? ქვეყნის მომავალს “ოცნებას” შევატოვებთ?
3) დამარცხების შემთხვევაში რჩებით თუ არა პარტიაში და იმუშავებთ თუ არა პარტიის გასაძლიერებლად?
4)ხართ თუ არა თანახმა, რომ ამ ფორს-მაჟორში დავუშვათ 100 დღიანი ანგარიშის აუცილებლობა და 100 დღის მერე გადაიხედოს თავმჯდომარის მუშაობის ეფექტურობა?!

ანუ, ვინ, რა პასუხისმგებლობას იღებს!!!

თითოეულმა კანდიდატმა ეს საკითხები უნდა მოიტანოს გულწრფელად მომხრეებთან და ხალხი თვითონ გადაწყვეტს,ვის ანდობს პარტიის ბედს ამ უკიდურესად კრიზისულ პერიოდში!
მე კი ვფიქრობ, რომ ცვლილებები პარტიის სტრატეგიაში და ტაქტიკასი აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მოქმედ თავმჯდომარედ ნიკა მელია დარჩება…სხვა კანდიდატები ხომ მაინც ცვლილებების საჭიროებით ხსნიან არჩევნების აუცილებლობას! მიმიხვდით, ალბათ, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პროცესების თვითდინებისა და “ოცნების” თამაშის წესებით ოპერირების…მინდა დავინახოთ შედეგზე ორიენტირებული, დროში გაწერილი გეგმა-ანუ პასუხისმგებლობა! ამასთან, ეს არჩევნები არ უნდა გახდეს რაიმეს დასასრული, არამედ, მომავალ სტრატეგიაში და ტაქტიკაში შეთანხმების დასაწყისი, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს!!!!
ცნობისთვის:
√ნიკა მელიასთან მაკავშირებს კოალიციური მოდელის ირგვლივ ძალიან ნოყიერი, წარმატებული მუშაობა და საველე ბრძოლა.
√”ფორმულა ჯგუფმა” წალენჯიხაში მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა სპორტში და განათლებაში, ამასთან, პირადად გიორგი ბოტკოველი და პეტრე ცისკარისვილი გახდნენ ჩვენი, წალენჯიხელი, უკრაინაში დაღუპული გმირების ჭირისუფალნი.(აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია, კაცური მადლობა მათ!)
√მუმლაძეზე კარგის მეტი არაფერი გამიგია. √მამულაშვილს ამ დღეებში ვხვდები და ღრმა პატივისცემა ჩემგან ბევრი მიზეზის გამო! წალენჯიხელებმა ყველაფერი უნდა იცოდნენ-ვერავის ვერაფერს დავუკარგავ. მაგრამ, როგორც მერი, ვინარჩუნებ არააქტიურ პოზიციას,ანუ, არ ვლობირებ არც ერთ კანდიდატს! … პირიქით, არჩევნების დამთავრების შემდეგ, პირველ საქმიან შეხვედრის ტერიტორიად წალენჯიხას ვთავაზობ მომავალი მიზნების დასასახად!

და ბოლოს! ეს ყველას გვეხება!! ყველას, ვინც გრძნობთ, რომ ტაქტიკა ტექტონიკური უნდა გახდეს, ყველა მხარეს,( რადგან შექმნილ ვითარებაში, ამ შიდაპარტიული ურთიერთობებით და პოზიციების ასეთი სხვადასხვაობით,მართლაც ვერ განვვითარდებოდით) მომავალი დათქმა/პირობებით:
“ნაკადულმა იმდენი ქვა და ღორღი ჩამოიტანა, რომ იძულებული შეიქმნა კალაპოტი ეცვალა და ახალი კალაპოტი ეძებნა” (ლეონარდო და ვინჩი),-წერს წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა.

წინა პოსტი

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელოში სტიქიის მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნენ

შემდეგი პოსტი

წალენჯიხაში საბავშვო ბაღების კალორაჟი იზრდება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

გია მურღულია – სკოლაში ყველაფერი არ უნდა ასწავლო, უნდა ასწავლო იმდენი, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო

გია მურღულია – სკოლაში ყველაფერი არ უნდა ასწავლო, უნდა ასწავლო იმდენი, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა საჭირო

მამუკა მდინარაძე: როგორი უარყოფითი განწყობაც არ უნდა გქონდეს შენი ქვეყნის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე სადმე იბარებს

მამუკა მდინარაძე: როგორი უარყოფითი განწყობაც არ უნდა გქონდეს შენი ქვეყნის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე სადმე იბარებს

მეუფე გერასიმე: არ უნდა იყოს ვაქცინა სავალდებულო, ვისაც უნდა გაიკეთებს ვისაც უნდა არა

მეუფე გერასიმე: არ უნდა იყოს ვაქცინა სავალდებულო, ვისაც უნდა გაიკეთებს ვისაც უნდა არა