ფოთის მერიის ფოტოგრაფს რომელსაც ხე დაეცა ოპერაცია ჩაუტარდა

ფოთის მერიის თანამშრომელი, ნატა გუნია, რომელსაც გუშინ ძლიერი ქარის პირობებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მოგლეჯილი ხე დაეცა ოპერაცია ჩაუტარდა. ის მკურნალობას მრავლობითი მოტეხილობებით დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში განაგრძობს.
ფოტოგრაფ ნატა გუნიას ფეხზე სამ ადგილას ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა, გუნია ასევე საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას ხელზეც. ამჟამად მერიის პრესსამსახურის თანამშრომლის მდგომარეობა სტაბილურია.



