მესტიის საავადმყოფოს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გადაეცა

მესტიის საავადმყოფოს ტომოგრაფიის აპარატი ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საავადმყოფო ავრცელებს.
„მესტიის საავადმყოფოს ამბულატორიულ გაერთიანებაში” სასიხარულო სიახლეა! საშობაო საჩუქარი ჯანდაცვის სამინისტროსგან! უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. მადლობას ვუხდით ჯანდაცვის სამინისტროს და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას. აპარატი უახლოეს პერიოდში დაინსტალირდება და შეუდგება თავის საქმიანობას.“ – წერია საავადმყოფოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
ტომოგრაფიის აპარატამდე მესტიის საავადმყოფოს სამინისტროსგან დიალიზის აპარატურაც გადაეცა, მანამდე მესტიის მცხორებლებს ამ სერვისის მისაღებად სხვა მუნიციპალიტეტებისთვის უნდა მიემართათ, სერვისის მისაღებად ყველაზე ახლო საავადმყოფო კი ზუგდიდში მდებარეობდა, რაც დამატებით დროსთან და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
მსგავსი სიახლეები

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საქართველოში ყველაზე თანამედროივე, მაგნიტორეზონანსული კვლევის დიაგნოსტიკური აპარატი გადაეცა

მესტიის მუნიციპალიტეტს, ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა


