ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს

ფოთში, ქორქიას ქუჩაზე და ქორქიას ჩიხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება.
დაიგო პირველი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო ტროტუარები, სანიაღვრე არხები, გადასასვლელი ხიდბოგირები.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტია სკოლასთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები.




