ილია დარჩიაშვილი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტზე: ეს პროექტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი და დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია უფრო ხელშესახები გახდეს

ეს პროექტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი და დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია კიდევ უფრო ხილვადი, კიდევ უფრო ხელშესახები გახდეს, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმზე საუბრისას.
მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს უახლოესი მიზანი კანდიდატის სტატუსის მიღებაა.
„ჩვენი უახლოესი მიზანი, როგორც ყველასთვის ცნობილია, არის ის, რომ მივიღოთ კანდიდატის სიტატუსი მომავალი წლისთვის. ეს იქნება გზა, რომელიც ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებით მიგვიყვანს იმ ჩვენს შემდგომ ნაბიჯთან, რასაც ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ჰქვია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად

დათო კოდუა: სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობა – ეს იქნება ჩვენი გუნდის მთავარი და პრინციპული ნიშა ზუგდიდის მერიაში


