ანაკლიის პორტის 51 პროცენტის მგლობელი სახელმწიფო იქნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, სადაც 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება. პარტნიორი კომპანია საერთაშორისოდ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩევა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღრიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდების შემდეგ, მამუკა ხაზარძემ და ბადრი ჯაფარიძემ ქვეყნის გაძარცვა გადაწყვიტეს და ქვეყანას არბიტრაჟში უჩივლეს.
„ყველას კარგად მოეხსნება, რომ, ჯერ კიდევ, 20016 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ეს პორტი აშენებულიყო. მანამდე, ჯერ კიდევ, ჩემი პირველი პრემიერობის დროს, ამ საკითხზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებდით ამისთვის, მათ შორის, გაეროს ტრიბუნიდანაც მივმართეთ, განვაცხადეთ, რომ ჩვენი გაცხადებული ინტერესი და პრიორიტეტი არის ამ პორტის აშენება. 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება. ანუ ეს პორტი არ ააშენა. ამ ვალდებულების მიხედვით, ჩვენ პირველი გემები უნდა მიგვეღო 2020 წელს. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება, სამჯერ, ოთხჯერ და ამის მიუხედავად, ინვესტორმა მაინც ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორს, ჯაფარიძეს, სამი მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, ჩემი ინფორმაციით. დანარჩენი თანხები აქვთ ინვესტორებისგან მოზიდული 20-25 მლნ დაახლოებით. სანაცვლოდ, მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას. მიწა ჩვენი იყო, უნდა გადაგვეცა და გადავეცით კიდეც. ითხოვდა გზების, რკინიგზის მიყვანას. ასეულობით მილიონი უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი მიეღო. ანუ, რეალურად, ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის. მას შემდეგ რაც 4-5 წლის შემდეგ ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა, გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა. და რატომ? უჩვილეს ქვეყანას არბიტრაჟში და დღეს ედავებიან 1.5 მილიარდ დოლარს. წარმოგიდგენიათ რა ხდება? ადამიანმა 5 წელში ვერ შეასრულა ვერცერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს 1.5 მილიარდს ედავება. ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი მიზანი და ზრახვა ამ პორტის აშენების მიღმა არ იდგა. ეს იყო ჩვეულებრივ გამდიდრების და ძარცვის იდეა. რამდენიმე თვის წინ მე დავავალე ეკონომიკის სამინისტროს მიდის აქტიური მუშაობა, ვამზადებთ ახალ ტენდერს, კონკურსს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება ჯამურად 70 მილიონი ლარი – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს


