ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საგაბისონიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საგაბისონიოს უბანში ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს.
საუბნო გზის რეაბილიტაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი გია ჩაბალუხა გაეცნენ.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც ერთ მილიონ ლარზე მეტია, ორ ეტაპად განხორციელდება და 2023 წელს დასრულდება.
პარალელურად გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საპერტიოს უბანში, ხეთის და გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
მსგავსი სიახლეები

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს


