წალენჯიხაში ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ფორმულა ჯგუფმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მესამე პროექტის განხორციელება დაიწყო.
ამ ეტაპზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება წალენჯიხის ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლს.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება შიდა სივრცე, გარე ფასადი, მოეწყობა სველი წერტილები,გათბობის სისტემა, განათებები, დგამ-ავეჯი, ჭადრაკის დაფა და სხვა.
ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობილი მულტიფუნქციური ჭადრაკის სახლი,რომელიც თაობებს მოემსახურება.




