ირაკლი კობახიძე: ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ კანონიერი მფლობელისთვის უნდა გადაეცათ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და დაიწყეს მისი ძარცვა

ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ კანონიერი მფლობელისთვის უნდა გადაეცათ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და დაიწყეს მისი ძარცვა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ ბუნებრივია არ შეგვიძლია ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ერთადერთი, შეფასებასაც გავაკეთებ, როგორც იურისტი. გვარამიამ იცოდა, რომ ტელეკომპანია უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის და იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. რატომ? იმიტომ, რომ ყაჩაღურად მიითვისეს მათ „რუსთავი 2“. ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ კანონიერი მფლობელისთვის უნდა გადაეცათ ტელეკომპანია და დაიწყეს მისი ძარცვა. 7 მილიონით გაძარცვეს კომპანია, ეს დაადგინა სასამართლომ. თუ ვინმეს კითხვები აქვს, კეთილი ინებონ და სათანადო ინსტანციებს მიმართონ, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტი სახეზეა. ასეთ დროს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის წესით არ უნდა რჩებოდეს სივრცე, თუმცა, ოპოზიცია აქაც ახერხებს ამას“, – აღნიშნა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: როცა კეზერაშვილმა დაიწყო საქართველოში „ქოლცენტრების“ ბიზნესი, გახარია ჯერ შს მინისტრი იყო და მოგვიანებით პრემიერი. გამოდის, რომ გახარიას სცოდნია ყველაფერი და საკუთარი თავი უნდა გამოიძიოს

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად


