აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარდგა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოსახლეობის წინაშე გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარდგა.
პრეზენტაციას მოქალაქეებთან ერთად მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერმა ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება, ყურადღება გაამახვილა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების შესახებ. ასევე, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა.
„ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ უკეთესი ცხოვრების პირობებისთვის, ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ და მოსახლეობის როლი ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიგა გაბელაიამ.




