ზუგდიდის საკრებულოს 2 წევრი „ხალხის ძალას“ შეუერთდა

„ქართული ოცნებიდან” ზუგდიდის საკრებულოს 2 მოქმედი წევრი პოლიტიკურ მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდა. ირუზა კაკავა და ბეჟან შანავა ამის შესახებ ინფორმაციას თავად ადასტურებენ.
ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ასევე შეუერთდა ხობის საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე და ქართული ოცნების წევრი გოჩა ქაჯაია.




