აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ილჰამ ალიევი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 24 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.




