23 ოქტომბერს, ღვინის დღეების ფარგლებში დასკვნითი გალა კონცერტი ზუგდიდში გაიმართება

ღვინის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც ტრაგედიის გამო გადაიდო 22 და 23 ოქტომბერს განახლდება. ფესტივალის განახლებული განრიგით 23 ოქტომბერს ზუგდიდში ფესტივალის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა იგეგმება. 23 ოქტომბერს 15 საათიდან ყველა მსურველს საშუალბა ექნება ფესტივალში მონაწილეობა მიიღოს, ორგანიზატორები ვიზიტორებს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ელოდებიან. ზუგდიდის მერიის გადაწყვეტილებით, ამ დღეს ბოტანიკურ ბაღში შესვლა ყველა ვიზიტორისთვის უფასო იქნება.
ფესტივალის მთავარი კულმინაცია და საქართველოს მაშტაბით ფესტივალის დახურვა სწორედ ზუგდიდში გალა კონცერტით იგეგმება. გალა კონცერტი საღამოს დადიანების სასახლეთა ეზოში გაიმარტება და მასზე დასწრება ასევე თავისუფალი იქნება.


![მარტვილში 12 ოქტომბერს ღვინის დღეების ფარგლებში ღონისძიება ჩატარდება [პროგრამა]](https://api.stv.ge/uploads/2023/10/385863742_695636402591717_1968002933647964977_n-960x960.jpg)

