სამეგრელოში ჩამოსხმული მინერალური წყალი “ლუგელა” ბაზარზე მომავალი წლიდან გამოჩნდება

ამ ეტაპზე „ლუგელას“ ქარხნის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა. როგორც კომპანია Group Anaklia-ში აცხადებენ სამუშაოები დასრულებულია, დანადგარები ჩამოტანილია და ამჟამად მათი გამართვის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამეგრელოში ჩამოსხმული მინერალური წყალი “ლუგელა” ბაზარზე მომავალი წლის დასაწყისიდან გამოჩნდება.
ამ ეტაპზე „ლუგელას“ ქარხნის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა. როგორც კომპანია Group Anaklia-ში აცხადებენ სამუშაოები დასრულებულია, დანადგარები ჩამოტანილია და ამჟამად მათი გამართვის სამუშაოები მიმდინარეობს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მინერალური-სამკურნალო წყალს პირველ რიგში ადგილობრივ ბაზარზე გაყიდიან. იგეგმება სამკურნალო წლის სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტიც. კომპანიის ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობა ზაფხულში დაიწყო.
ლუგელას სამკურანლო წყალი ჩხოროწყუს რაიონში მოიპოვება, ინვესტორებმა კი ქარხანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში ააშენეს. წყლის მოპოვებაზე შპს “ანაკლიას” ლიცენზია სახელმწიფომ მისცა, განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 2 მილიონი დოლარია.
წყარო: BM.ge




