მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია სტივენ მეისელის ობიექტივში, მას ZARA-სთვის გადაიღებენ

ZARA-ს 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის კამპანიაში მოხვდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი
სტივენ მეისელის სახელს არაერთი ცნობილი ტოპ მოდელის კარიერის აღმავლობა უკავშირდება. გასული 30 წლის განმავლობაში, სტივენი მოდის ფოტოგრაფიის ცოცხალ ლეგენდად იქცა. ნებისმიერი მოდელისთვის, განსაკუთრებით კი, ახალბედებისთვის, მეისელის ობიექტივში მოხვედრა, გამორჩეული კარიერული მომენტი და დიდი შანსია.
ცნობილი ფაქტია, რომ მეისელის გადაღებებში მხოლოდ ის მოდელები მონაწილეობენ, ვისზეც ფოტოგრაფი თავად აცხადებს თანხმობას.
მასმარკეტის უპირობო ლიდერმა, ზარამ ახალი სარეკლამო კამპანია გაავრცელა. უკვე 2 წელია, ზარას სარეკლამო კამპანიებს ექსკლუზიურად სტივენ მეისელი იღებს. 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის კამპანიაში მოხვდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც.
წყარო: fashionholicsonline.com
მსგავსი სიახლეები

ხაზარაძე: ანაკლიის პორტი ქართველი ხალხისაა და აშენების შემდეგ, სახელმწიფოსთან არსებული ხელშეკრულების თანახმად, მას უბრუნდება

ირაკლი კობახიძე – ჩავარდა პირველი და მეორე სპექტაკლი, ახლა დაიწყო პირველი სპექტაკლის მეორე სერია


