1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, მას შემდეგ 29 წელი გავიდა

ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს 27 სექტემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებს შეხვდნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა ისაუბრეს ომის მნიშვნელობაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიაზე,ამჟამად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.
აღინიშნა, რომ რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში მყოფმა პირებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულ გმირებს და იმედი გამოთქვეს, რომ ერთად დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს.
ვეტერანებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებით, ამ თარიღთან დაკავშირებით,სიმბოლურად ფულადი დახმარებები გაეწიათ.




