სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრთან არსებულ 35 საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სწავლის დაწყება პატარებს და აღმზრდელ-მასწავლებლებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა -მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა, მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ, ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის უფროსმა ლანა შენგელიამ და ამავე ა(ა)იპ-ს კვების სპეციალისტმა მარინა კაკაჩიამ მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს მაქსიმალურად მომზადებულები ხვდებიან. რეფორმების შედეგად მოწესრიგდა ბაღების კვებითი უზრუნველყოფის საკითხი, განახლდა კვების რაციონი და პატარებს განსხვავებული და გაცილებით მრავალფეროვანი მენიუ დახვდათ,რაც მათი სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.
კვების რაციონის კალორაჟი დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში მოვიდა.ნაცვლად არსებული 900 კ.კალორაჟისა, ამჟამად შეადგენს ნორმას -1600 კ.კალორაჟს.
გარდა აღნიშნულისა, პატარებისათვის შეძენილიქნება წიგნები და სათამაშოები, თვალსაჩინოებისთვის საჭირო მასალები სხვადასხვა აქტივობების ჩასატარებლად.
ამ დროისათვის 35 საბავშვო ბაღში -921 ბავშვი ირიცხება, აქედან წელს რეგისტრირებული 100 ბავშვია.






