stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

25 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ტერენტი გრანელის საიუბილეო კვირეულის ჩატარების მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში, სპეციალური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა

05.09.2022 / 5 სექტემბერი 2022
ტერენტი გრანელის საიუბილეო კვირეულის ჩატარების მიზნით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში, სპეციალური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა

შეხვედრას მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა. კომისიის გადაწყვეტილებით, 1-10 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო შინაარსის ღონისძიებები გაიმართება.

კვირეულის ფარგლებში, გამოიცემა წიგნი სახელწოდებით ,,უცნობი ტერენტი“ , რომელშიც გრანელის საზოგადოებისათვის უცნობი გრაფიკული ნამუშევრები დაიბეჭდება. წიგნის ფინანსური მხარდაჭერა თავის თავზე ,,ფორმულა ჯგუფმა“ აიღო. აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში, ტერენტი გრანელის ნამუშევრების-ესკიზების, კრებულის პრეზენტაცია მოეწყობა. წიგნი, რომელიც ორენოვანი (ქართული და ინგლისური) გახლავთ; ანოტაციის, შესავლისა და ბიოგრაფიისგან შედგება. დანარჩენი ნაწილი კი, პოეტის აქამდე უცნობი 800 მდე ადაპტირებული ნახატი იქნება.

წიგნის დიზაინზე თამაზ ვარვალიძე, ტექსტზე კი ხელოვნებათმცოდნე ანი კლდიაშვილი მუშაობენ.

როგორც მერის მოადგილე, თამარ ბელქანიამ განაცხადა, წიგნის საბოლოო ვერსია მზად 30 სექტემბერს იქნება და ის 1500-მდე ტირაჟით გამოიცემა. წიგნის მიზანია, საზოგადოებამ რეალური ტერენტი გაიცნოს. არსებული კრებულის გამოცემის მთავარი ინიციატორი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი- გიორგი ხარჩილავა გახლავთ. გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში, თეატრალური წარმოდგენები მონოსპექტაკლები, პოეზიისა და მუსიკალური საღამოები, კინოჩვენებები გაიმართება .

მათ შორის: ნაჩვენები იქნება გიორგი ბუნდოვანისა და მურმან ასიკაშვილის დოკუმენტური ფილმები ტერენტი გრანელის შესახებ. აგრეთვე, პოეტის შემოქმედების შესახებ საჯარო ლექცია წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკასა და გრანელის სახელობის პარკში გაიმართება. წალენჯიხელი ახალგაზრდების მონაწილეობით კი, ლიტერატურული ღონისძიება სახელწოდებით: ,, ჩვენ ვკითხულობთ გრანელს“ მოეწყობა.

ასევე, წალენჯიხის სამხატვრო გალერეაში ტერენტისადმი მიძღვნილი ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

ქალაქის ცენტრში ბანერი განთავსდება, სლოგანით:,, არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა- ტერენტი გრანელი 2022“.

თამარ ბელქანიას განმარტებით, კვირეულის ფარგლებში, ადგილობრივი პრესის ,,ეგრისის“ 2 სპეციალური ნომერი გამოიცემა, რომელსაც ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი ჯულიეტა როგავა უხელმძღვანელებს. კვირეულის ფარგლებში, სპეციალური სტუმრის სტატუსით, წალენჯიხას სხვადსხვა დარგის ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის მწერლები, მსახიობები და მუსიკოსები ეწვევიან.

კომისიის წევრებისგან გამოითქვა ინიციატივა, ,,უცნობი ტერენტის“ ფარგლებში, წალენჯიხელი, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სახელოვნებო სფეროში ირიცხებიან, 200 ლარიანი ,,ტერენეტი გრანელის სახელობის“ სტიპენდია დაწესდეს. ღონისძიებაში ჩართული იქნებიან, როგორც მერიის, ასევე ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები, ჯვარის კოლეჯი ,,ლაკადა“, რომელიც კვირეულის ე.წ ბრენდირებას მოახდენს.

დასასულს, 10 ოქტომბერს, დიდუბის პანთეონში დაკრძალულ პოეტის საფლავს, წალენჯიხის დელეგაცია გვირგვინით შეამკობს. წალენჯიხაში, გრანელობის დღესასწაულის აღნიშვნას საფუძველი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩიალავამ, 2009 წელს ჩაუყარა. სწორედ მერის ინიციატივით, პოეტის სახელის უკვდავსაყოფად, მის მშობლიურ კუთხეში, ყოველი წლის ოქტომბრის დასაწყისში სხვადსხვა სახის ღონისძიება იმართება.

აღსანიშნავია, რომ ,,უცნობი ტერენტის“ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, მუნიციპალიტეტში ლიტერატურული ტურიზმის პროპაგანდაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისია მუშობას აგრძელებს და ოთხშაბათს, 16:00 საათზე, თითოეული კომისიის წევრი წარმოადგენს საკუთარ ხედვას ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

შექმნილი კომისია ღიაა და ნებისმიერ მსურველს აქვს შესახლებლობა შემოურთდეს კვირეულს საკუთარი იდეით.

წინა პოსტი

წალენჯიხის სკოლამდელი სააღმზრდელო საგანმანათლებლო მართვის ცენტრის მენეჯმენტი რადიკალურად შეიცვალა

შემდეგი პოსტი

როგორ დავუბრუნდეთ სექტემბრიდან სწავლასა და მუშაობას მომზადებული?

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში

შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში