განმუხურში მდებარე აკვა-პარტმა “ანაკლია” მუშაობა განაახლა

ანაკლიასა და განმხურუში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. მუშაობა განაახლა განმუხურში მდებარე აკვა-პარკმა „ანაკლიამ“. ყოველდღიურად დაგეგმილია სხვადასხა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. იგეგმება აქციები სოციალურად დაუცველი ბავშვების უფასო დასვენებასთან დაკავშირებით.
აკვა-პარკი ზუგდიდის მერიამ, 10-წლიანი იჯარით ინვესტორს გადასცა, რომელსაც პირველი სამი წლის განმავლობაში საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.
ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის კონსტანტინე კაკავას განმარტებით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ანაკლიასა და განუხურში მოწესრიგდა სანაპირო ზოლი, რეკრეაციული ზონები და მთელი სეზონის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი , სპორტული, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებები.





