stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

25 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ჯუმბერ იზორია: როგორც არ უნდა დაალაგო “ფეიკი”, საბოლოოდ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს

31.07.2022 / 31 ივლისი 2022
ჯუმბერ იზორია: როგორც არ უნდა დაალაგო “ფეიკი”, საბოლოოდ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს

ყოფილი პარლამენტარი და ჩხოიროწყუს საკრებულოს წევრი ჯუმბერ იზორია სოციალურ ქსელში იმ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც ოპოზიციური არხების საშუალებით ეთერში გავიდა. გთავაზობთ ჯუმბერ იზორიას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად:

“მინდა გამოვეხმაურო TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც რეპორტაჟის ავტორი მიზანმიმართულად ახდენს ფაქტების დამახინჯებას, თუმცა როგორც არ უნდა დაალაგო „ფეიკი“ , საბოლოოდ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. სანამ მთავარ საკითხზე გადავიდოდე, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული წარწერა განთავსებულია ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.ბატონო ნოდარ, წლებია თქვენი მხრიდან ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

ჩემი პოლიტიკური ცხოვრების დაწყების დღიდან დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით შეთითხნილი ბრალდებების კორიანტელი.ყველა ამ „ფეიკ“ სიუჟეტის უკან იდგა ნოდარ მელაძე !!! დიახ, სწორედ მსგავსმა ცილისწამებამ შეიწირა მამაჩემის სიცოცხლე, რადგან ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა ღირსება, ადამიანობა და სამშობლოს სიყვარული, რომელიც ასე უცხოა თქვენთვის. მესმის თქვენი გაკვირვება აღნიშული წარწერის გამო, რადგან ძალიან შორსაა თქვენგან „კაცობა, ღირსება და პატრიოტიზმი“.

უცხოა თქვენთვის სამშობლოს სიყვარული და ბრძოლა იმისთვის, რომ შენს ხალხს შეუქმნა უკეთესი მომავალი. ჩემი ცხოვრების დევიზი ყოველთვის იყო იმ ტრადიციების და ღირებულებების გაგრძელება, რომელიც ჰქონდა ჩვენს წინაპრებს. სწორედ ამისთვის ვიბრძოდი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, მაგრამ არ მახსოვხართ თქვენ და არც თქვენი პოლიტიკური ლიდერები. არც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მახსოვხართ, არც თქვენ და არც თქვენი პარტიული თუ სატელევიზიო ხელმძღვანელები. დიახ ბატონებო, მე როცა იარაღით ხელში ვიცავდი ჩემი სამშობლოს ღირსებას, თქვენ თბილ ოთახში მოკალათებული ტელევიზორს უსხედით…. არც პანდემიის დროს მახსენდება თქვენი ხალხის გვერდში დგომა, გარდა პროვოკაციული განცხადებებისა.

მე კი ჩემი დაარსებული ფონდით და მეგობრების თანადგომით, 2000- ზე მეტ ოჯახს გავუწიეთ დახმარება ურთულეს დროს.ჩემი 30 -წლიანი სამუშაო გამოცდილება და ცოდნა სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის მაძლევს შესაძლებლობას ვიდგე იქ, სადაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ეს იქნება საჯარო სამსახური თუ კერძო სექტორი. ჩემთვის ყოველთვის იყო და არის პრიორიტეტი ქვეყნის ერთგულება და ჩვენი მოსახლეობის სამსახურში ყოფნა. რაც შეეხება გუშინდელ სიუჟეტს, ბატონო ნოდარ, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ როგორც მე და ჩემს ოჯახს, ასევე ჩემს ულამაზეს ქალაქს, რეგიონს და მის მოსახლეობას”-წერს სოციალურ ქსელში ჯუმბერ იზორია და თან ურთავს საოჯახო ფოტოს.

წინა პოსტი

სენაკში, ისრაელში მოღვაწე ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,შალვას“ საიუბილეო კონცერტი გაიმართა

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში შშმ პირთათვის დამატებით ადაპტირებული გარემოს მოწყობა იგეგმება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ჯუმბერ იზორია: არ მაქვს დისკომფორტი ვიცხოვრო ისე როგორც ცხოვრობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი

ჯუმბერ იზორია: არ მაქვს დისკომფორტი ვიცხოვრო ისე როგორც ცხოვრობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი

მამუკა მდინარაძე: როგორი უარყოფითი განწყობაც არ უნდა გქონდეს შენი ქვეყნის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე სადმე იბარებს

მამუკა მდინარაძე: როგორი უარყოფითი განწყობაც არ უნდა გქონდეს შენი ქვეყნის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე სადმე იბარებს

მეუფე გერასიმე: არ უნდა იყოს ვაქცინა სავალდებულო, ვისაც უნდა გაიკეთებს ვისაც უნდა არა

მეუფე გერასიმე: არ უნდა იყოს ვაქცინა სავალდებულო, ვისაც უნდა გაიკეთებს ვისაც უნდა არა