ჩხოროწყუში შიდა საუბნო გზების ასფალტის საფარით რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსა) და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია ქალაქის ექვს ქუჩაზე განხორციელდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სრულდება და 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და სრულად 2023 წელს დასრუდლება. შიდა საუბნო გზები ეტაპობრივად მოეწყობა ასევე სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.






