ჩხოროწყუში აქტიურად გრძელდება შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და საკრებულოს წევრ ჯუმბერ იზორიასთან ერთად გაეცნო. გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია ქალაქის ექვს ქუჩაზე ერთდროულად განხორციელდება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და სრულად 2023 წელს დასრუდლება.
შიდა საუბნო გზები ეტაპობრივად მოეწყობა ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში.




