ჯუმბერ იზორია: ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი ქართველი ხალხის წინაშე სამაგალითო იქნება ჩვენი მომავალი თაობებისთვის

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ჯუმბერ იზორია სოციალურ ქსელ ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს და ევროსაბჭოში გამართულ დებატებს ეხმიანება.
გუნდი, რომელიც 2012 წლიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოვიდა ხელისუფლებაში, წარმატებულად გაუმკლავდა იმ გამოწვევებს და სირთულეებს, რომელიც მემკვიდრეობით ერგო წინა ხელისუფლებისაგან.
მე როგორც ერთერთ საქართველოს რიგით მოქალაქეს, საქართველოში წარმოებული ომების მონაწილეს, ავღანეთის ომის ვეტერანს და თადარიგის პოლკოვნიკს კარგად მაქვს გაცნობიერებული იმ ტრაგედიის სიმძაფრე, რომელიც ომის თან სდევს.
რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ ჩვენს მოძმე უკრაინაში, ასობით ბავშვის, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით ადამიანი იძულებული გახადა დაეტოვებინა სამშობლო, რუსეთის აგრესიამ შეძრა ცივილიზებული სამყარო. მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოები გაერთიანდნენ რუსული იმპერიალიზმის წინაამღდეგ.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას კარგად აქვს გაცნობიერებული თუ რა დიდ უბედურებას და არეულობას აარიდა ხელისუფლებაში მყოფმა ახალგაზრდა ლიდერებმა ჩვენი ქვეყანა.
ჩვენი ქვეყნის 20 % ოკუპირებულია აგრესორი მეზობლის მიერ, გვყავს ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი და ქვეყნის დედაქალაქიდან სულ რამოდენიმე ათეულ კილომეტრში დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარი, ასეთ ვითარებაში ზოგიერთი ოპონენტი ომის წამოწყებისკენ მოგვიწოდებს, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებული განცხადებები, რომელიც ეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას, ვფიქრობ იყო მიკერძოებული და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაფუძნებული,ფაქტებიც ამას მეტყველებს.
ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც 90 იანი წლებიდან მოყოლებული – დღემდე თავისი ფინანსებიდან 3 მილიარდზე მეტი მოახმარა ქვეყნის და მოსახლეობის კეთილდღეობას, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას და ქველმოქმედებას.
ვფიქრობ, სწორედ ასეთი პიროვნებისგან, უნდა ვისწავლოთ თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს შენი სამშობლო, შენი ხალხი და ტრადიციები.
ბატონი ბიძინას მიმართ ნებისმიერი სანქციის დაწესებაზე საუბარი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ერის შეურაცხყოფაა.
ნებისმიერმა ოპონენტმა თუ ქვეყნის მოძულე ადამიანმა როგორც არ უნდა ლანძღოს ბატონი ბიძინა, მის მიერ გაწეული ღვაწლი საუკუნოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,მისი ღვაწლი ქართველი ხალხის წინაშე სამაგალითო იქნება ჩვენი მომავალი თაობებისთის.
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველო!!!
მსგავსი სიახლეები

ჯუმბერ იზორია: მომავალი 4 წელი იქნება ჩხოროწყუს აღმშენებლობის და მეტი განვითარების წელი

პრემიერი: გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს


