სენაკის მერი საარჩაიოს უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს წევრთან, საბა ოდიშარიასთან და პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად, ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საარჩაიოს უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, წესრიგდება სანიაღვრე სისტემა და ეწყობა გაბიონი, ასევე მოეწყო ხიდბოგირი. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს და ეტაპობრივად, მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.




