ზუგდიდში, ვიქტორინა-კონკურსი “ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია” ფინალური შეხვედრა გაიმართა

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტკლუბმა ვიქტორინა-კონკურსი “ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია” ფინალური შეხვედრა, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, უფლისწულ ნიკო დადიანის დიდ დარბაზში ჩაატარა (პროექტის ავტორი: თეონა ხუბულავა).
ვიქტორინა-კონკურსის ფინალში ზუგდიდის საჯარო სკოლების 6 გუნდი მონაწილეობდა. თამაშში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი მამუკა წოწერია და დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის დირექტორი ბატონი ანზორ ოყუჟავა ჩაერთო და მონაწილეებს შეკითხვები დაუსვეს.
გამარჯვებული IV საჯარო სკოლის გუნდი „კამელოტი“ გახდა, რომელსაც მთავარი პრიზი, წიგნები და დიპლომები გადაეცა. მონაწილე გუნდების ხელმძღვანელებს კი მადლობის ფურცლები და ფასიანი საჩუქრები.
ვიქტორინა-კონკურსის მიზანია, თანამედროვეობიდან ზუგდიდის წარსულში მოგზაურობა. მოსწავლე-ახალგაზრდებში მშობლიურ ქალაქზე, როგორც სამეგრელოს ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და კულტურული ცენტრის შესახებ ცოდნის ამაღლება, ეთნიკურ-ტრადიციული, კულტურული ფასეულობების პატივისცემა და პოპულარიზაცია. საქართველოს ისტორიაში ზუგდიდის, როგორც მნიშვნელოვანი ქალაქის წარმოჩენა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე მადლობას უხდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეს მასპინძლობისა და თანადგომისთვის.




