ზუგდიდში, ახალბედა რეჟისორის ფილმი : „ 1878“ მაყურებელს წარუდგინეს

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჟურნალისტთა კლუბმა „სარკმელი“ (ხელმძღანელი: ნანი მოსიძე) ზუგდიდელი ახალბედა რეჟისორის ფილმი : „ 1878“ წარუდგინა მაყურებელს.
ნორჩმა რეჟისორმა, სიყვარულის ისტორია 11 წუთში მოაქცია. მოქმედება ზუგდიდში ვითარდება და მასში ზუგდიდელი ახალგაზრდა მსახიობები: მარიამ გოგუა და გიორგი ქადარია მონაწილეობენ.
ფილმის დასასრულს, თავად რეჟისორმა პუბლიკასთან ფილმის შესახებ ისაუბრა და სიუჟეტები განიხილა.
ცნობისთვის, საბა ჯანჯღავა თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის კინოთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტია. საბა ბავშვობიდან, მოსწალე-ახალგაზრდობის სასახლელი გახლავთ.




