stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

სენაკის მეცხრე მუსიკალური ფესტივალი გალაკონცერტით დასრულდა

25.05.2022 / 25 მაისი 2022
სენაკის მეცხრე მუსიკალური ფესტივალი გალაკონცერტით დასრულდა

,,სენაკი არტ-ფესტი 2022’’ გრანდიოზული გალაკონცერტით საზეიმოდ დაიხურა. აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ დასკვნით საღამოზე, მაყურებლის წინაშე წარდგნენ სენაკის IX მუსიკალური ფესტივალის წარმატებული მუსიკოსები.

ლაურეატთა და დიპლომანტთა დაჯილდოების და ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონიალს ,,სენაკი არტ-ფესტის“ დამაარსებელი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, სენაკის საპატიო მოქალაქე, ვალერიან შიუკაშვილი და ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის კოორდინატორი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, რუსუდან მილიუტინი უძღვებოდნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ წარმატებები უსურვა მუსიკალური ფესტივალის თითოეულ მონაწილეს, მადლიერება გამოხატა ფესტივალის დამაარსებლის, ვალერიან შიუკაშვილისა და იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ცხრა წლის მანძილზე თავიანთი წვლილი შეიტანეს ფესტივალის განვითარების ისტორიაში.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალირი დაცვის სამსახურის უფროსმა, ნატალია ხუბუამ, საქართველოს ქალთა საბჭოს სახელით, ვალერიან შიუკაშვილს მადლიერების სიგელი გადასცა. კომპეტენტურმა ჟიურიმ, ვალერიან შიუკაშვილის ხელმძღვანელობით, მოუსმინა თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის, ხაშურის, ზესტაფონის, ჭიათურას, ხარაგაულის, ბაღდათის, საჩხერის, ტყიბულის, ხელვაჩაურის, ლანჩხუთის, ხონის, წყალტუბოს, სუფსის, ზუგდიდის, სენაკის, ფოთის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ხობის 40-მდე სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების 2 554 მოსწავლეს.

მათგან ლაურეატის წოდება მიენიჭა – 35 წარმატებულ შემსრულებელს, გუნდსა და შემოქმედებით კოლექტივს; 400 მონაწილე – საპატიო დიპლომებით, ხოლო 1500-ზე მეტი – სიგელებით დაჯილდოვდა. ,,სენაკი არტ-ფესტი 2022“ , რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წელს მეცხრედ გაიმართა, ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის გაერთიანებულმა გუნდმა, ფესტივალის ჰიმნად ქცეული ვაჟა აზარაშვილის ,,მუსიკით’’, დაასრულა.

წინა პოსტი

სენაკს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატა

შემდეგი პოსტი

სოფელ ახუთში მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სენაკის მუსიკალური ფესტივალი გალაკონცერტით დაიხურა

სენაკის მუსიკალური ფესტივალი გალაკონცერტით დაიხურა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხელოვნების აკადემიის მეცხრე მუსიკალური ფესტივალი სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხელოვნების აკადემიის მეცხრე მუსიკალური ფესტივალი სენაკში

სენაკის მუსიკალური ფესტივალი მასტერკლასით გაგრძელდა

სენაკის მუსიკალური ფესტივალი მასტერკლასით გაგრძელდა