ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები ხორციელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. აღნიშნული ცვლილებები მერის ადმინისტრაციამ მიმდინარე კვირას დაიწყო. ცვლილება ძირითადად სხვა და სხვა სამსახურის ხელმძღვანელებს შეეხოთ, რომელიც კიდევ გაგრძელდება.
ამ ეტაპისთვის ცვლილებები განხორციელდა არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში და აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა იდა ქვარაიამ მერიის კულტურის სამსახურში გადაინაცვლა უფროსის თანამდებობაზე.
რაც შეეხება თავად კულტურის სამსახურს, მისი უკვე ყოფილი უფროსი კობა ჯიქია მერიის საფინანსო სამსახურის უფროსად დაინიშნა. კობა ჯიქიამ ამ თანამდებობაზე ლექსო თოდუა ჩაანაცვლა, რომელიც დღეს ქალაქ ფოთის მერის მოადგილედ დაინიშნა.
როგორც წყარო გვიყვება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში მოსალოდნელია საკადრო ცვლილებების კიდევ ახალი ტალღა, რომელიც აიპის ხელმძღვანელებსაც შეეხებათ, თუმცა თუ რომელ კონკრეტულ აიპიებში განხორციელდება საკადრო ცვლილებები, ჯერჯერობით უცნობია.




