სენაკში ,,რანინას“ 2022 წლის ფინალისტების კონცერტი გაიმართა

აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბავშვო მუსიკალურ კონკურს ,,რანინას“ 2022 წლის ფინალისტების კონცერტი გაიმართა.
სენაკის მეცხრე მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გამართულ საღამოს გიგო შიუკაშვილი და ,,სენაკი არტ ფესტის“ დამაარსებელი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, ვალერიან შიუკაშვილი უძღვებოდნენ. პოპულარული სატელევიზიო შოუს მონაწილეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგნენ.
კონცერტს მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მუსიკალური სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.




