„სუფთა რეგიონი 2021“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოვება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო შევიკრიბეთ დღეს აქ. ეს არის თანამედროვე კაცობრიობის განსაკუთრებული გამოწვევა, ეს გახლავთ ეკოლოგია , ეს გახლავთ გარემოს დაცვა და რა თქმა უნდა მყარი ნარჩენების მართვის სისტემები.“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ ამ სიტყვებით მიმართა დღეს, ბოტანიკურ ბაღში, პროექტი „ სუფთა რეგიონი 2021“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ღონიძიებაზე შეკრებილ ადამიანებს.
მერმა სიტყვით გამოსვლისას აქცენტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მშენებლობის აუცილებლობაზე გააკეთა და განაცხადა, რომ
„ მუნიციპალიტეტის წინაშე დგას კიდევ რამდენიმე გამოწვევა და ღონისძიება, რომელიც უნდა განვახორციელოთ, პირველ რიგში ეს გახლავთ არსებული ნაგავსაყრელის კონსერვაცია და ახალი ნაგავსაყრელის თანამედროვე სტანდარტის მშენებლობა , რომელიც უკვე გადამწყვეტ ფაზაშია“ . – აღნიშნა მერმა მამუკა წოწერიამ.
მამუკა წოწერიამ მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას, შვედ ხალხს რადგან მისი თქმით, ისინი განსაკუთრებულ კონტრუბუციას და დახმარებას უწევენ საქართველოს ტექნიკური და ფინანსური სახით.
„ თქვენ აქ ხედავთ იმ შედეგებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსაუხრის სამუშაოების, რომელიც წლების განმავლობაში მოვიპოვეთ . მინდა მადლიერება გამოვთქვა თითოეული იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც სიყვარულით, სიკეთით და კეთილსინდისიერებით ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. მადლობა ამისთვის თქვენ და გისურვებთ მშვიდობას , სისუფთავეს,როგორც ჩვენს ქალაქში ასევე მთელს სამყაროში”-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
დღეს გამართულ ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორიც ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნბულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი, დავით კუხალეიშვილი, შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ერიკ ილეესი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე გიგა ფარულავა ესწრებოდნენ.
ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა“ თავის საპატიო წიგნში ნინო ჩხობაძე და შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ერიკ ილეესი შეიყვანა. კონკურსი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ ორგანიზებით გამოცხადდა. პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.







