ეკატერინე კიფაია “ნაციონალებს”: როდის დაიჯერება მათი ნათქვამი? არც არასდროს!

“მარტივ საკითხზე დეპუტატი წითლიძე და “ენმ”-ის ფრაქციის თავმჯდომარე კალანდია პასუხს ვერ მცემენ და მარტივი პასუხის ნაცვლად მათთვის ჩვეულ სტილში მლანძღავენ. თქვენი ფორმულა “თავდასხმა კარგი თავდაცვაა” – ყოველთვის არაა მომგებიანი -მესმის პასუხი არ გაქვთ, ან სიმართლე თქვენთვის მიუღებელია” -აღნიშნულ პოსტს ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ეკატერინე კიფაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კიფაია ისევ :ნაციონალური მოძღაობის” ყალბ გამოსვლებს უპირისპირდება.
“ისინი აკრიტიკებდნენ “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის 6 მოადგილის არჩევას და თვითონ 7 მოადგილე აირჩიეს. მათ კამერებთან განაცხადეს, რომ ბიუჯეტიდან საწვავს არ მოიხმარდნენ და კამერების გარეშე ვაჭრობენ ცოტა დავაკლოთო.
ისინი აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო ავტომანქანებით არ ისარგებლებდნენ, მაგრამ ფაქტია მათ მიერ არჩეულმა თავმჯდომარემ მერიას წერილით მიმართა 3 ( სამი) ავტომანქანის გამოყოფაზე. ლოგიკურია ჩვენთვის არ მოითხოვდა, გახარია და ნაციონალური მოძრაობა არიან საკრებულოს “წამყვან” თანამდებობებზე.
ჩამონათვალი კიდევ იქნება” – წერს ეკატერინე კიფაია და იქვე დასძენს, რომ:
“რასაც აპელირებდნენ და ჩვენ ვითომ გვაბრალებდნენ თვითონ გაორმაგებულად ელვის სისწრაფით აკეთებენ. მათ სიტყვას როდის აქვს ფასი? – მათი ქმედება სხვაა და სიტყვა სხვა!
როდის დაიჯერება მათი ნათქვამი? არც არასდროს! – ტყუილს ყოველთვის მოკლე ფეხები აქვს, თანამდებობებზე დახარბებული ადამიანების ტყუილს კი კიდევ უფრო მოკლე ფეხები ჰქონია!”-ნატთქვამია სოციალურ ქსელში ეკატერინე კიფაიას მიერ გავრცელებულ პოსტში.
მსგავსი სიახლეები

ეკატერინე კიფაია ანა წითლიძეს ტყუილში ამხელს – ტყუით – ამბობთ ერთს, აკეთებთ მეორეს

ინგა გრიგოლია: “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგით Tv პირველს არასდროს უმუშავია და არც მომავალში ვაპირებთ მუშაობას”


