სენაკში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და 9 აპრილის ხეივანში მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ამ დიდმა ტრაგედიამ, თავისუფლებისთვის ხალხის თავგანწირულმა ერთობამ, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაუდო სათავე.
1989 წლის 9 აპრილიდან ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.




