სენაკის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტით გათვალისწინებულია კორპუსების გარე ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია, ეზოების შემოღობვა და კეთილმოწყობა. მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც შპს ,,მენათი‘’ ახორციელებს და რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დასრულდება.




