სენაკის მერმა მრავალშვილიან დედებს და ხელოვნების ცენტრის პედაგოგ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის პედაგოგ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მუნიციპალიტეტის მერმა ასევე მოინახულა 6 და მეტ შვილიანი დედები და მრავალშვილიან ქალბატონებს საჩუქრები გადასცა.
,,გაზაფხულის შემობრძანებასა და დედის ულამაზეს დღეს გილოცავთ. ეს დღე განსაკუთრებული მოწიწებით მინდა მივულოცო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების დედებს, მეუღლეებს, ჩვენს უხუცესებს, სენაკის საპატიო მოქალაქე ქალბატონებს, განათლების, კულტურის, მედიცინისა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მანდილოსნებს, ჩვენს ქალაქთან შესისხლხორცებულ დევნილ ქალბატონებს. მინდა კიდეევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მოწიწება და სოლიდარობა უკრაინელი უშიშარი დედების მიმართ. დედობა – თავისთავად დიდი სიხარულია, მრავალშვილიანი დედობა კი – გმირობა. გილოცავთ, ყველა დედას მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დღეგრძელობას, ქვეყნისთვის საამაყო შვილების აღზრდას ვუსურვებ. შვილებს კი ვუსურვებ, ჰქონოდეთ უნარი, სითბო და სიყვარული არ მოაკლონ ძვირფას დედებს” – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.




